რა არ იცის მსოფლიომ ბიოლოგიური იარაღის შესახებ?

რა არ იცის მსოფლიომ ბიოლოგიური იარაღის შესახებ?

"გამორიცხული არაა, ბიოლოგიურ იარაღზე ირანი, ჩრდილოეთ კორეა და სირია მუშაობდნენ, ხოლო რუსეთი და ჩინეთი ამ სფეროში თავიანთ წარსულზე სრულ ინფორმაციას არ ამზეურებენ", - აცხადებს The Foreign Policy-ის მიმომხილველი დევიდ ჰოფმანი აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპეციალურ ანგარიშზე "შეიარაღების კონტროლზე შეთანხმების მონიტორინგზე" დაყრდნობით.

ავტორის ცნობით, არსებობს ეჭვი, რომ კონვენცია ბაქტერიოლოგიური (ბიოლოგიური) და ტოქსიკური იარაღის აკრძალვის შესახებ არასაკმარისად ქმედითია. "ამ შეთანხმებამ ვერ გაამართლა და სასწრაფოდ მისი მოდერნიზებაა საჭირო", - წერს ჰოფმანი. არსებობს საშიშროება, რომ ბიოიარაღი ტერორისტებმა გამოიყენონ.

"საბჭოთა ხელისუფლება შეთანხმებას, კონვეციაზე ხელმოწერის დღიდან, თავხედურად არღვევდა", - ირწმუნება ავტორი, რომლის მონაცემებით, სსრკ-ში უამრავი ლაბორატორია არსებობდა, სადაც გენური ინჟინერიის გზით იღებდნენ და ცდიდნენ მსოფლიოსთვის უცხო პათოგენს. ასევე მუშაობდნენ საწარმოები, სადაც ციმბირის წყლულისა და სხვა მსგავსი დაავადებების გამომწვევ საშუალებებს ამზადებდნენ. "ეს ყველაფერი გასაიდუმლოებულ ვითარებაში, სამოქალაქო ფარმაცევტული ორგანიზაცია "ბიოპრეპარატის" ნიღბით ხდებოდა", - აღნიშნულია სტატიაში.

ბიოტექნოლოგიაში ჩვეულებრივი შეიარაღების კონტროლის მექანიზმებით მუშაობა თითქმის შეუძლებელია. "ბიოიარაღის შესახებ კონვენციას არ აუკრძალავს თავდაცვის საშუალებებზე მუშაობა, თუმცა ზღვარი თავდაცვითი მიმართულების კვლევებსა და უკანონო შეტევითი იარაღის წარმოებას შორის ძალიან ძნელი საპოვნია", - წერს ჰოფმანი.

აღსანიშნავია, რომ 2001 წელს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში ვარაუდს გამოთქვამდნენ, რომ რუსეთმა საბჭოთა დროის საწარმო "ბიოპრეპარატის" რამდენიმე ობიექტის არსებობა არ გაამჟღავნა, რომლებსაც პოტენციურად შეუძლიათ იარაღის წარმოება.

"მიუხედავად კონვენციისა, რუსეთი შეტევითი ბიოიარაღის პროგრამას მაინც აგრძელებს", - სახელმწიფო დეპარტამენტმა ეს 2005 წლის მოხსენებაშიც გაიმეორა.

წლევანდელ ანგარიშში ასევე ნათქვამია, რომ ორმაგი დანიშნულების ბიოტექნოლოგიებზე მუშაობას აგრძელებენ ირანი და ჩრდილოეთ კორეა. ბიოიარაღით აღჭურვას ესწრაფვის სირიაც, ჩინეთს კი, 1984 წლამდე ჩატარებული თავისი კვლევების, პროგრამის დემონტაჟისა ან ბიომარაგების განადგურებაის შესახებ არაფერი უთქვამს.

მომზადებულია inopressa.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა