WikiLeaks-ი საკუთარ საიტზე ახალ კოდირებულ დოკუმენტს აქვეყნებს

WikiLeaks-ი საკუთარ საიტზე ახალ კოდირებულ დოკუმენტს აქვეყნებს

ორგანიზაცია WikiLeaks-მა თავის საიტზე ახალი დოკუმენტი გამოაქვეყნა, თუმცა მისი წაკითხვა, კრიპტოგრაფული დაცვის გამო, ჯერჯერობით შეუძლებელია. გამოქვეყნებული დოკუმენტს ვებ-გვერდის მისამართი ახლავს, სადაც ტექსტის გაშიფრვის გასაღები ინახება, მაგრამ საიტი აქტივირებული ჯერჯერობით არ არის.

სპეციალისტთა თქმით, დოკუმენტი ავღანეთში ნატოს ძალების ოპერაციას ეხება. გასაიდუმლოებულ მასალას WikiLeaks-ის ხელმძღვანელის, ავსტრალიის მოქალაქე ჯულიან ესენჯის მიმართვა ახლავს, რომელიც ამერიკული სპეცსამსახურების მიერ მისი დაკავებისთანავე გაცხადდება.

ბოლო დროს ესანჯი ბრიტანეთის ტერიტორიაზე იმყოფება. ზოგიერთის ინფორმაციით კი, მან გაერთიანებული სამეფო უკვე დატოვა და ერთ-ერთ ევროპულ ქვეყანაში გადავიდა.

ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ თუკი ესანჯის ან მის რომელიმე კოლეგას დააკავებენ, ინტერნეტში მაშინვე გამოჩნდება ელექტრონული გასაღები, რომელიც WikiLeaks-ის დაშიფრულ დოკუმენტს კითხვადს გახდის.

ერთ კვირაზე მეტია, ორგანიზაცია WikiLeaks-ის საიტზე აშშ-ის შეიარაღებული ძალების ათასობით საიდუმლო დოკუმენტი გამოქვეყნდა. მასალები ავღანეთში, 2004-2009 წლებში წარმოებულ სამხედრო ოპერაციებს ეხება. საიტის მესვეურები პუბლიკაციისთვის კიდევ 14 ათას დოკუმენტს ამზადებენ, რომლებსაც ამ ორგანიზაციის სპეციალისტები ამოწმებენ.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები