ირანმა 4 С-300 რუსეთის გვერდის ავლით, ბელორუსის დახმარებით შეიძინა

ირანმა 4  С-300 რუსეთის გვერდის ავლით, ბელორუსის დახმარებით შეიძინა

ირანი შეიარაღებაში რუსული წარმოების 4 საზენიტო-სარაკეტო კომპლექს С-300-ს ფლობს. ამის შესახებ ცნობა ირანის საინფორმაციო სააგენტო Fars-მა გაავრცელა. სააგენტოს ინფორმაციით, ისლამურ რესპუბლიკაში 2 კომპლექსი ბელორუსიდან, კიდევ 2 კი მესამე სახელმწიფოდან მოხვდა, რომელიც არ სახელდება.

რუსეთის "როსობორონექსპორტმა" უკვე განაცხადა, რომ ირანს აღნიშნულ კომპლექსებს არ მიაწვდიდა. ამ დაწესებულების პრესმდივანმა ვიაჩესლავ დივიდენკომ ფაქტის კომენტირებისას განაცხადა, რომ რუსეთი გაეროს უშიშროების საბჭოს დადგენილებას, ირანისთვის შეიარაღების მიწოდების შეზღუდვის თაობაზე, მკაცრად იცავს.

შეგახსენებთ, რომ რუსეთი და ირანი С-300-ის სოლიდური პარტიის შეძენის თაობაზე დიდი ხნის განმავლობაში თათბირობდნენ. გარიგებაზე მოსკოვმა უარი 17 ივნისს განაცხადა, რისი მიზეზიც ისლამური რესპუბლიკის წინააღმდეგ გაეროს უშიშროების საბჭოს დადგენილებაა.

მომზადებულია newsru.com-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე