B-2-ის კონსტრუქტორი საიდუმლო ტექნოლოგიის ჩინეთში გაყიდვისთვის გაასამართლეს

B-2-ის კონსტრუქტორი საიდუმლო ტექნოლოგიის ჩინეთში გაყიდვისთვის გაასამართლეს

ჰავაიზე აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ ინდური წარმოშობის ამერიკის მოქალაქე ნოშირ გოვადია ჩინეთისთვის საიდუმლო სამხედრო გამოგონების მიყიდვაში დაადანაშაულა.

პროცესი 4 თვე გრძელდებოდა. ნოშირ გოვადია, რომელიც სტრატეგიული ბომბდამშენის Northrop B-2 Spirit-ის ერთ-ერთი შემქმნელია, ბრალდების 17 პუნქტიდან არცერთს აღიარებს. სასამართლოს განაჩენი ჯერ არ გამოუცხადებია, თუმცა კანონმდებლობის გათვალისწინებით, ამ დანაშაულისთვის სოლიდური ჯარიმითა და სამუდამო პატიმრობით, ან სიკვდილით დასჯიან.

კონსტრუქტორული ბიუროდან წასვლის შემდეგ გოვადიამ საკუთარი კომპანია დააარსა. 2005 წლის ოქტომბერში მისით ფედერალური დაზვერვის ბიუროს თანამშრომლები დაინტერესდნენ და ბინა გაუჩხრიკეს. მაშინ გოვადიამ განაცხადა, რომ თავის უცხოელ პარტნიორებს გარკვეული მონაცემები გადასცა, თუმცა ამით კანონმდებლობა არ დაურღვევია.

როგორც ირკვევა, გოვადიამ რამდენიმე საიდუმლო სამხედრო ონფორმაცია ჩინეთის გარდა ისრაელსა და გერმანიაშიც გაასხვისა.

მომზადებულია lenta.ru-ს მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე