სავალდებულო სამხედრო გაწვევა 18 აგვისტოდან იწყება

სავალდებულო სამხედრო გაწვევა 18 აგვისტოდან იწყება

სავალდებულო სამხედრო გაწვევა 18 აგვისტოდან დაიწყება. გაწვევას 18-დან 27 წლამდე ასაკის 3500 ახალგზარდა დაექვემდებარება.

საშემოდგომო გაწვევასთან დაკავშირებით დღეს რეგიონული მართვისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში შეხვედრა გაიმართა, რომელსაც თავდაცვის, განათლების, ჯანდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების წარმომადგენლები დაესწრნენ. გაწვევის პროცესს კურირებას რეგიონული მართვისა და განვითარების სამინისტრო გაუწევს.

როგორც მინისტრმა რამაზ ნიკოლეიშვილმა განაცხადა, ჩამოთვლილი უწყებების მონაწილეობით შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც სავალდებულო სამხედრო გაწვევის პროცესის დახვეწაზე იმუშავებს.

”ახალგაზრდების გაწვევა მთელი საქართველოს მასშტაბით ადგილობრივ მუნიციპალიტეტებში მოხდება. გაწვევის პუნქტები სპეციალური სამედიცინო მოწყობილობით აღიჭურვება, რათა წვევანდელების ჯანმრთელობის მდგომარეობის მაღალ დონეზე გამოკვლევა ადგილზე მოხდეს”, - განაცხადა ნიკოლაიშვილმა.

მისივე თქმით, საშემოდგომო გაწვევის დროს აღმოიფხვრება ყველა ის ხარვეზი, რომელიც საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში არსებობდა.

საშემოდგომო სავალდებულო სამხედრო გაწვევა 30 დეკემბერს დასრულდება. ახალგაზრდებს, რომლებსაც გაწვევის გადავადება სურთ, კანონით გათვალისწინებული 2000 ლარის გადახდა მოუწევთ.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე