რობერტ გეითსი აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პოსტს მომავალ ზაფხულში დატოვებს

რობერტ გეითსი აშშ-ის თავდაცვის მინისტრის პოსტს მომავალ ზაფხულში დატოვებს

ამერიკულ მასმედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომლის თანახმად აშშ-ის თავდაცვის მინისტრი რობერტ გეითსი თანამდებობის დატოვებას 2011 წლისთვის აპირებს. 

ჟურნალ Foreign Policy-სთან ინტერვიუში გეითსმა აღნიშნა, რომ პოსტის დატოვება 2011 წლის ბოლომდე სურს. თავის მხრივ, ტელეარხი CNN სანდო წყაროზე დაყდრნობით იტყობინება, რომ პენტაგონის ხელმძღვანელი თანამდებობის დატოვების შესახებ მომავალი წლის ზაფხულში განაცხადებს.

ჟურნალისტთა ცნობით, გეითსმა აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამასთან საუბრისას პირობა დადო, რომ პენტაგონში 2010 წელსაც დაჰყოფს, რათა ავღანეთში ამერიკელთა ძალების გაგზავნის პროცესი წარმატებით განხორციელებულიყო.

თავდაცვის მინისტრის გეგმების შესახებ პენტაგონის წარმომადგენელმა ბრაიან უიტმანმაც ისაუბრა. მან დაადასტურა, რომ გეითსი მომავალ წელს თანამდებობის დატოვებას ნამდვილად აპირებს.

რობერტ გეიტსი პენტაგონს სათავეში 2006 წელს, ობამას წინამორბედის, ჯორჯ ბუშის პრეზიდენტობისას ჩაუდგა.

მომზადებულია bbc-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა