ერაყში აშშ-ის შეიარაღებული ძალების მეთაურმა გენერალმა რეი ოდიერნომ განაცხადა, რომ ამერიკელი სამხედროები ამ ქვეყანაში სამხედრო ოპერაციებს აღარ ჩაატარებენ და ეს მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში მოხდება, თუკი ერაყის უშიშროების ძალები სრულ კრახს განიცდიან.
"დღეს მათ ძალუძთ საკუთარ უსაფრთხოებაზე ზრუნვა, - განაცხადა გენერალმა. მიუხედავად იმისა, რომ ტერორიზმი პრობლემად რჩება, მათ ხალხის დაცვა შეუძლიათ". ოდიერნოს თქმით, ერაყის სამხედრო ძალების შემდეგი ამოცანა "ქვეყნის სუვერენიტეტის გარე საფრთხეებისგან დაცვა იქნება".
აშშ-ის არმიის ოპერაცია ერაყში 1 სექტემბერს სრულდება. გასულ კვირას ქვეყნის ტერიტორია ბოლო სამხედრო ნაწილმა დატოვა.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.