აშშ-ის არმიის გენერალი ჯეიმს კონუეი შიშობს, რომ ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის ვადებზე ინფორმაცია თალიბებს გულს უხარებს. კონუეი, რომელიც აშშ-ის საზღვაო ქვეითებს მეთაურობს, ირწმუნება, რომ ამ ვადების შესახებ ინფორმაცია "მტერს თავდაჯერებას მატებს".
ავღანეთიდან 2011 წელს სამხედრო კონტიგენტის გამოყვანის გეგმებზე აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ 2009 წლის დეკემბერში განაცხადა. სამხედროთა რაოდენობის თანდათანობით შემცირებაზე ახლახან აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა რობერტ გეითსმაც ისაუბრა.
ავღანეთიდან ახლახან დაბრუნებული გენერალი კონუეი დარწმუნებულია, რომ ჯარების გამოყვანაზე ინფორმაცია თალიბებისთვის ერთგვარი სიგნალი იქნება, რომ აშშ ბრძოლას ასუსტებს.
მომზადებულია bbc.co.uk-ის მიხედვით.