რუსულმა Akula-მ დიდი ბრიტანეთის სუბმარინის აკუსტიკური სიგნალების დაფიქსირება სცადა

რუსულმა Akula-მ დიდი ბრიტანეთის სუბმარინის აკუსტიკური სიგნალების დაფიქსირება სცადა

რუსეთის წყალქვეშა ნავმა Akula-მ დიდი ბრიტანეთის Vanguard-ის კლასის სუბმარინის აკუსტიკური სიგნალების დაფიქსირება სცადა.

ბრიტანეთის ფლოტის მაღალჩინოსნის ინფორმაციით, რუსული სუბმარინი შოტლანდიაში, ფასლეინის რაიონში მორიგეობდა, რათა Trident-ის რაკეტებით აღჭურვილი ბრიტანული წყალქვეშა ნავის სიგნალები გამოეჭირა. ბრიტანელებმა Vanguard-ის დასაცავად სასწრაფოდ ანტისუბმარინი Trafalgar გაგზავნეს.

ბრიტანელ სამხედროთა თქმით, ბოლო დროს რუსული წყალქვეშა ნავების აღმოჩენის შემთხვევები გახშირდა. ზოგიერთი ცნობით, რუსულმა "ზვიგენმა" რამდენჯერმე სცადა, ადევნებოდა Vanguard-ს, როდესაც ის ატლანტიკის ჩრდილოეთში პატრულირებდა.

"ჩრდილოეთ ატლანტიკაში რუსები ჩვენ, ამერიკელებსა და ფრანგებს გვეთამაშებიან. არადა, Trident-ის რაკეტების დასაცავად ჩვენ უამრავი რესურსი დავხარჯეთ. არაფრით დავუშვებთ, რომ რუსებმა რომელიმე ჩვენი ატომური წყალქვეშა ნავის აკუსტიკური მახასიათებლები შეიტყონ", - განუცხადა The Telegraph-ს ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ძალების ერთ-ერთმა მეთაურმა. 

ამ დროისთვის დიდი ბრიტანეთის სამხედრო საზღვაო ძალებს Vanguard-კლასის 4 ატომური წყალქვეშა ნავი ჰყავს, რომელთაგან თითოეული Trident-ის 16 ბალისტიკური რაკეტითაა აღჭურვილი.

მომზადებულია The Telegraph-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე