წუხელ ყარაბაღისა და აზერბაიჯანის სამხედროებს შორის სროლა მოხდა. დაპირისპირებული მხარეები ერთმანეთს დივერსიის მცდელობაში ადანაშაულებენ.
მთიანი ყარაბაღის არაღიარებული რესპუბლიკის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, შეტაკება სოფელ ზემო ჩაილუსთან გამთენიისას მოხდა. უწყების ინფორმაციით, აზერბაიჯანელმა სამხედროებმა დივერსიის მოწყობა სცადეს, მაგრამ წინააღმდეგობისა და დანაკარგების შემდეგ უკან დაიხიეს. ყარაბაღის მხარე საკუთარ რიგებში მხოლოდ ერთი დაჭრილის შესახებ იტყობინება.
სამხედროთა შორის დანაკარგზე ცნობას ადასტურებს ბაქო, თუმცა აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ყარაბაღის მხრიდან განხორციელდა. ბაქოს ცნობით, შეტაკებისას 2 აზერბაიჯანელი და სამი ყარაბაღელი სამხედრო დაიღუპა.
მომზადებულია interfax.ru-ს მიხედვით.