მსოფლიოს 5 ქვეყნის პილოტები რუსულ Су-27-ებთან ბრძოლას შეისწავლიან

მსოფლიოს 5 ქვეყნის პილოტები რუსულ Су-27-ებთან ბრძოლას შეისწავლიან

გაზეთ The Financial Times-ში გამოქვეყნებული სტატია, სადაც საუბარია ბელორუსიისგან Су-27-ების შესყიდვაზე, რათა 5-მა ქვეყანამ მათთან ბრძოლა შეისწავლოს, სხვა არაფერია, თუ არა "საგაზეთო მონაჭორი", - მიიჩნევს რუსეთის მსოფლიოში იარაღით ვაჭრობის ანალიზის ცენტრის დირექტორი იგორ კოროტჩენკო.

ბრიტანული გაზეთის ცნობით, კომპანია ECA Program-ი ბელორუსში Су-27-ის ორი ესკადრილიის შეძენას აპირებს, რათა შემდეგ ისლანდიის ავიაბაზაზე სხვადასხვა ქვეყნის პილოტები "პირობით მოწინააღმდეგესთან" საბრძოლველად გაწვრთნას. სტატიის თანახმად, კომპანიას უკვე აქვს შეთანხმება პირველ ეტაპზე - 15, შემდეგ კი 18 რუსული გამანადგურებლის შეძენის თაობაზე, რაც 1,2 მლნ ევრო ჯდება. შესაბამისი კონტრაქტი შარშან გაფორმებულა, წელს ზაფხულს კი მისი აღსრულება დაიწყო.

"გაზეთში მოყვანილი ციფრებისა და მსგავსი კონტრაქტის უპრეცენდენტობის გათვალისწინებით, უნდა ვიფიქროთ, რომ სტატია შეკვეთილია და მისი მიზანი მხოლოდ კომპანია ECA Program-ის "გაქაჩვაა", - განაცხადა კოროტჩენკომ.

თვითმფრინავების გარდა, საუბარია რადარების, მართვის სისტემებისა და "მიწა-ჰაერის" ტიპის რაკეტების შეძენაზეც. შეიარაღების მიწოდება უკვე სექტემბრიდან უნდა დაიწყოს და წლის ბოლომდე დასრულდეს.

აღსანიშნავია, რომ ისეთი თვითმფრინავების წინააღმდეგ ბრძოლაში, როგორიც რუსეთისა და ჩინეთის შეიარაღებაშია, თავისი პილოტების მომზადებით უკვე ხუთი სახელმწიფო დაინტერესდა.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე