გორის რაიონის სოფელ ვარიანში, ვარდუაშვილების ბაღში აუფეთქებელი კასეტური ჭურვი იპოვეს.
ჭურვი ოჯახის წევრმა იპოვა და პოლიციას შეატყობინა. სამართალდამცველებმა კასეტური ჭურვი ამოიღეს და, სავარაუდოდ, გორის სამხედრო ნაწილის ერთ-ერთ პოლიგონზე გააუვნებელყვეს, სადაც, დაახლოებით, 11:30 საათზე ძლიერი აფეთქების ხმა გაისმა.
ადგილობრივების შესაფებით, ჭურვის აღმოჩენამ დაადასტურა, რომ ტერიტორიები, სადაც მოსახლეობა ყოველდღიურად გადაადგილდება, დღემადე არ არის განაღმული. ვარიანელები ითხოვენ, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ტერიტორიებზე განაღმვითი სამუშაოები ჩატარდეს.