აშშ-ის არმიაში გეებს სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნების უფლებას კვლავ არ აძლევენ

აშშ-ის არმიაში გეებს სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნების უფლებას კვლავ არ აძლევენ

აშშ-ის სენატმა დაბლოკა კანონპროექტი, რომელიც ამერიკულ ჯარში გეებსა და ლესბოსელებს თავიანთი სექსუალური ორიენტაციის გამჟღავნების უფლებას მისცემდა. ე.წ. კანონის "don't ask, don't tell"-ის გაუქმებას ხმა, საჭირო 60-დან მხოლოდ 56 სენატორმა მისცა, 43 კი შეეწინააღმდეგა.

აღსანიშნავია, რომ ამერიკის შეიარაღებულ ძალებში 1993 წლიდან დამკვიდრებული წესის - "არ გეკითხებიან, არ ილაპარაკოს" გაუქმებას არა მარტო რესპუბლიკელები შეეწინააღმდეგენ, არამედ რამდენიმე დემოკრატი-სენატორიც.

აღსანიშნავია, რომ უკანასკნელი კენჭისყრის შედეგები მომავალში საკითხის ხელმეორედ განხილვის საშუალებას იძლევა, თუმცა სექსუალური უმცირესობების უფლებათა დამცველები შიშობენ, რომ კონგრესის არჩევნების შემდეგ, რომელიც 2010 წლის ნოემბერში გაიმართება, სენატში დემოკრატთა რაოდენობა შემცირდება და ბარაკ ობამას ინიცირებული კანონპროექტის გატანა კიდევ უფრო გაძნელდება. 

მომზადებულია Associated Press-ის მიხედვით. 

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა