"სი-ენ-ენ"-ის ინფორმაციით, პაკისტანის პროვინცია ვაზირისტანში ამერიკულმა უპილოტო თვითმფრინავმა სარაკეტო დარტყმის შედეგად "ალ-ქაიდას" ერთ-ერთი ლიდერი მუჰამად ფატეხ ალ-მასრი გაანადგურა. შემთხვევა, სავარაუდოდ, კვირას, 26 სექტემბერს მოხდა.
ალ-მასრის დაჯგუფება "კაიდატ-ალჯიჰად ფი ჰორასანის" ლიდერი იყო, რომელიც ისტორიული დიდი ჰორასანის ტერიტორიაზე მოქმედებდა. ეს ადგილი პაკისტანის, ავღანეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთისა და ირანის ტერიტორიებს მოიცავს.
ალ მასრი დაჯგუფების ლიდერი 2010 წლის მაისში გახდა, როდესაც ტერორისტული ქსელის ერთ-ერთი დამფუძნებელი და ოპერაციების ხელმძღვანელი მუსტაფა აბულ ალ-იაზიდი მოკლეს.