ამერიკულმა კომპანია Raytheon-მა მეორე თაობის ეკზოსკელეტ XOS 2-ზე მუშაობა დაასრულა. წინამორბედ მოდელთან შედარებით, ახალი ვერსია უფრო გამძლეა და მაღალი ტვირთამწეობით გამოირჩევა. ამასთან, XOS 2-ს ადამიანის მოქმედებებზე უფრო სწრაფი რეაქცია აქვს და მისგან ნაკლებ ძალისხმევას მოითხოვს.
XOS 2 სამხედრო ლოგისტებს გამოადგებათ, რომლებსაც სხვადასხვა ტვირთის ტრანსპორტირება უხდებათ. ეკზოსკელეტს ასევე წარმატებით აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძალების ტექნიკური პერსონალი გამოიყენებს, რომლებიც გაფრენის წინ თვითმფრინავის შეიარაღებით აღჭურვა ევალებათ. კოსტიუმი მისწრება იქნება საველე პირობებშიც, როდესაც სატვირთო ტექნიკური საშუალებების გამოყენება შეუძლებელია.
Raytheon-მა ამჯერადაც ვერ შეძლო რობოტიზირებული კოსტიუმის მთავარი ტექნიკური ამოცანის - მისი ავტონომიურობის გადაწყვეტა. XOS 2, ისევე როგორც მისი წინამორბედი, ენერგიას განცალკევებული წყაროდან სადენით იღებს. ამ პრობლემის გადაჭრას კომპანიის ინჟინრები შემდგომი მოდელისთვის ვარაუდობენ.
აშშ-ის არმიისთვის ეკზოსკელეტის შექმნის გადაწყვეტილება 1963 წელს მიიღეს. იმ პერიოდში კომპანია General Electric-ის მიერ შექმნილი პირველი ექსპერიმენტული ნიმუში საკმაოდ დიდ ენერგიას მოიხმარდა, 700 კგ-ს იწონიდა და ნაკლებად ეფექტური იყო.
მომზადებულია raytheon.com-ის მიხედვით.