რუსეთის თავდაცვის სამინისტრო 2010-2013 წლებში ახალი შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკის შესაძენად სახსრების მნიშვნელოვნად გაზრდას, ამ სფეროში სამეცნიერო-კვლევითი საქმიანობის დაფინანსების შემცირების ხარჯზე აპირებს.
2010 წლისთვის შეიარაღებაზე დახარჯული თანხის ოდენობა, სამეცნიერო-კვლევითი და კონსტრუქტორული საქმიანობის დაფინანსების გამოკლებით, 380 მილიარდი რუბლით განისაზღვრა. 2011 წლისთვის ამ ციფრმა 460 მლრდ რუბლი უნდა შეადგინოს, 2012 წელს - 596 მლრდ, 2013 წელს კი - 980 მლრდ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტრო სამხედრო სფეროში სამეცნიერო-კვლევით და კონსტრუქტორულ საქმიანობაზე საერთო ხარჯების შემცირებას რამდენიმე უპერსპექტივო პროექტზე უარის თქმით აპირებს. გამოთავისუფლებული სახსრებით კი ბალისტიკური რაკეტის "ბულავის", რაკეტმზიდ "ანგარისა" და "რუსის", ახალი თანამგზავრების, გამანადგურებელი Т-50-ის შექმნა და სხვა პროექტები დაფინანსდება.
მომზადებულია vedomosti.ru-ს მიხედვით.