ამერიკელი საზღვაო ქვეითები 291 ვერტმფრენის Bell H-1-ის განახლებას გეგმავენ. სამუშაოს დიდ ნაწილს კომპანია Bell Helicopter Textron შეასრულებს, რომელიც სამხედროებთან 12,1 მლრდ დოლარად შეფასებულ კონტრაქტს უხლოეს მომავალში გააფორმებს.
აშშ-ის საზღვაო ქვეითებს 131 ვერტმფრენის AH-1W SuperCobra-ს მოდერნიზაციაც განუზრახავთ. შედეგად ეს ვერტმფრენები ვერსია AH-1Z Viper-ად გარდაიქმნება, რომლის საბრძოლო მიზნით გამოყენებაზე ნებართვა რამდენიმე კვირის წინ გაიცა. საზღვაო ქვეითთა გეგმაში ასევე 58 ახალი AH-1Z-ის შეძენაც შედის.
ამასთან, აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალების სარდლობამ საზღვაო ქვეითთათვის 160 ვერტმფრენი UH-1N Huey შეუკვეთა, რომლებიც განახლების შემდეგ ვერსია UH-1Y Venom-ად გადაკეთდებიან. ამ ვერტმფრენმა საბრძოლო ნათლობა 2009 წლის დასაწყისში, ავღანეთში მიიღო.
ვერტმფრენ AH-1Z-ების მოდერნიზაცია და ამერიკელ სამხედროებისთვის გადაცემა, სავარაუდოდ, 2019 წლისთვის დასრულდება.
მომზადებულია aviationweek.com-ის მიხედვით.