2011 წელს რუსეთი თავდაცვაზე 2 ტრლნ რუბლს დახარჯავს

2011 წელს რუსეთი თავდაცვაზე 2 ტრლნ რუბლს დახარჯავს

2011 წელს რუსეთი თავდაცვაზე 2 ტრლნ რუბლს დახარჯავს, რაც ქვეყნის საბიუჯეტო ხარჯების 19%-ია. ამის შესახებ რუსეთის ფინანსთა მინისტრმა ალექსეი კუდრინმა განაცხადა.

მისი თქმით, ეს თანხა ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფას და რუსეთის თავდაცვისუნარიანობის გაზრდას მოხმარდება. ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ 2011 წელს თავდაცვის ხარჯები 1,52 ტრლნ რუბლამდე გაიზრდებოდა.

ამჟამად რუსეთის ხელისუფლება 2011-2020 წლების შეიარაღების სახელმწიფო პროგრამაზე მუშაობს. დოკუმენტის მრავალი პარამეტრი ჯერჯერობით არ ხმაურდება, თუმცა ცნობილია, რომ მომდევნო 10 წლის განმავლობაში სახელმწიფო პროგრამის დაფინანსება 22 ტრლნ რუბლს შეადგენს. ამ თანხიდან უშუალოდ თავდაცვის სამინისტრო 19 ტრლნ რუბლს მიიღებს. შეიარაღების სახელმწიფო პროგრამა ახალი ტექნიკის წილის გაზრდას 70-80%-მდე ითვალისწინებს. ამჟამად ეს მაჩვენებელი 10%-ს შეადგენს.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე