ისრაელში F-16I ტიპის ამერიკული გამანადგურებელი ჩამოვარდა

ისრაელში F-16I ტიპის ამერიკული გამანადგურებელი ჩამოვარდა

ისრაელში ქვეყნის სამხედრო-საჰაერო ძალების კუთვნილი ამერიკული წარმოების F-16I ტიპის გამანადგურებელი ჩამოვარდა, იტყობინება სააგენტო "ფრანს-პრესი".

გამანადგურებელი, რომლის ეკიპაჟიც 2 კაცისგან შედგებოდა 10 ნომებრის საღამოს  ნეგევის უდაბნოში კრატერ რამონის რაიონში დაგეგმილი სასწავლო წვრთნების დროს ჩამოვარდა.

გამანადგურებლის ბორტზე მყოფი პილოტისა და შტურმანის ბედი ჯერჯერობით გაურკვეველია. თვითმფრინავის ჩამოვარდნის რაიონში სამძებრო-სამაშველო ოპერაცია ხორციელდება, აცხადებს ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების წარმომადგენელი.

F-16I კომპანია Lockheed Martin-ის წარმოების F-16-ის მოდიფიკაციაა. ნეგევის უდაბნოში F-16I-ის ჩამოვარდნა ამ მოდიფიკაციის თვითმფრინავისთვის პირველი კატასტროფაა. ოფიციალური მონაცემებით 2009 წელს ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალები F-16 ტიპის 345 გამანადგურებელს ფლობდა, მათ შორის 101 F-16I გამანადგურებელი იყო.

მომზადებულია afp.com-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე