კიევის სასამართლომ დაადასტურა, რომ უკრაინამ საქართველოს რაკეტები კანონიერად მიჰყიდა

კიევის სასამართლომ დაადასტურა, რომ უკრაინამ საქართველოს რაკეტები კანონიერად მიჰყიდა

უკრაინის პროკურატურამ საქართველოსთვის რაკეტების უკანონოდ მიყიდვის ფაქტთან დაკავშირებით, ფირმა "პარალაკსისთვის" წაყენებული ბრალდება კიევის სასამართლოში ვერ დაამტკიცა. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი "დელო" ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, "პარალაკსის" წარმომადგენლებმა სასამართლო პროცესზე განაცხადეს, რომ რაკეტები "უკრობორსერვისს" კანონის სრული დაცვით მიჰყიდა. პროკურატურის ინფორმაციით კი, სწორედ "უკრობორსერვისი" ამარაგებდა ქართულ მხარეს რაკეტებით 2005 წლიდან.

"პარალაკსს" საბრძოლო მასალებისა და სამხედრო ტექნიკის მიყიდვის დროს ლიცენზია არ ჰქონია, თუმცა გამოცემაში განმარტებულია, რომ რაკეტების "უკრობორსერვისთვის" მიყიდვის დროს ფირმა ვალდებული არ ყოფილა, ჰქონოდა შესაბამისი ლიცენზია. მიზეზი კი ისაა, რომ სამხედრო მასალებითა და სამხედრო ტექნიკით ვაჭრობის ლიცენზირების პირობები 2006 წლის მაისში, "პარალაკსსა" და "უკრობორსერვისს" შორის შეთანხმების დადებიდან ორ თვეში განისაზღვრა.

"დელოს" ცნობით, უკრაინის გენპროკურატურა 2005 წელს უკრაინული მხარის მიერ საქართველოსთვის შეიარაღების მიყიდვის ფაქტების გამოძიებას აგრძელებს.

2005 წელს "უკრობორსერვისმა" უკრაინულ-რუსულ ფირმა "პარაკალსთან" 9М38М1 ტიპის 52 რაკეტის შესაძენად ხელშეკრულება გააფორმა. კონტრაქტით საბრძოლო მასალების შესაძენად "უკრობორსერვისმა" 27.85 მლნ უკრაინული გრივნა გადაიხადა.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე