ავღანეთის ომში ტანკებს აშშ პირველად გამოიყენებს

ავღანეთის ომში ტანკებს აშშ პირველად გამოიყენებს

აშშ ავღანეთის წინააღმდეგ საბრძოლო მოქმედებების დროს ტანკების გამოყენებას აპირებს, იტყობინება ტელეკომპანია CNN.  სამხედრო კონფლიქტის პერიოდში, რომელიც უკვე 9 წელია გრძელდება, ეს ტანკების გამოყენების პირველი შემთხვევა იქნება.

საზღვაო ქვეითი ჯარის მაიორმა გაბრიელ ჩეპინმა განაცხადა, რომ ამერიკელი ჯარისკაცები ჰილმენდის პროვინციის ტერიტორიაზე M1A1 Abrams ტიპის ტანკების გამოყენებას გაზაფხულზე აპირებენ.

ტანკების გამოყენება უფრო გადამწყვეტი ოპერაციების განხორციელების შესაძლებლობას იძლევა, რაც ამერიკელი ჯარისკაცების სიცოცხლეს უფრო ნაკლებ საფრთხეს შეუქმნის. მძიმე ტექნიკის გამოყენებით ჯარისკაცები ქვეყნის მთავარი დასახლებული პუნქტებიდან ამბოხებულთა იზოლირებას შეეცდებიან და მათ თავშესაფრებზე დარტყმებს განახორციელებენ.

ნატო-ს შეიარაღებული ძალები ავღანეთში 2001 წელს, 11 სექტემბრის ტერაქტის საპასუხოდ შევიდნენ, რომელმაც სამი ათასამდე ამერიკელის სიცოცხლე იმსხვერპლა. კოალიციურმა ძალებმა პრაქტიკულად მაშინვე შეძლეს ავღანეთის მმართველი მოძრაობა "თალიბანის" დამხობა. ქვეყნის სათავეში პროდასავლური ხელისუფლება მოვიდა, თუმცა თალიბები წინააღმდეგობის გაწევას დღემდე განაგრძობენ.

მომზადებულია CNN-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე