უკრაინა ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნაში მონაწილეობისთვის მზადაა

უკრაინა ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნაში მონაწილეობისთვის მზადაა

უკრაინა ევროპის ერთიანი რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემაში მონაწილეობისთვის მზად არის, განაცხადა ვარშავაში უკრაინის ეროვნული უშიშროებისა და თავდაცვის საბჭოს (СНБО) მდივანმა რაისა ბოგატირევამ.

უკრაინის СНБО-ს მდივანი პოლონეთის ეროვნული უშიშროების ბიუროს ხელმძღვანელ სტანისლავ კოზეევს შეხვდა, იტყობინება РИА Новости.

"უკრაინას არა მხოლოდ ამ სისტემის შექმნაში სურს მონაწილეობა, არამედ საკუთარი რადიოლოკატორების გამოყენების წინადადებითაც გამოდის და თუ ალიანსს ეს წინადადება დააინტერესებს, ჩვენ კონკრეტული თანამშრომლობისთვისაც მზად ვართ", - განაცხადა ბოგატირევამ.

გასულ კვირას ლისაბონში ნატო-ს სამიტზე ალიანსი და რუსეთი ევროპის რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემის შექმნასთან დაკავშირებით თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ. ნატო-ში ასევე არ გამორიცხავენ, რომ ამ სისტემის შექმნაში სხვა ქვეყნებიც ჩაერთვებიან, მათ შორის უკრაინა.

უკრაინას სევასტოპოლში და მუკაჩევოში ორი რადიოლოკაციური სადგური აქვს. 2008 წლის თებერვლამდე ეს სადგურები რუსეთის სასარგებლოდ მუშაობდნენ, შემდეგ კი რუსეთმა მათ გამოყენებაზე უარი თქვა.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა