Wikileaks: ირანმა ჩრდილოეთ კორეისგან შორი რადიუსის მოქმედების რაკეტები შეიძინა

Wikileaks: ირანმა ჩრდილოეთ კორეისგან შორი რადიუსის მოქმედების რაკეტები შეიძინა

ირანმა კორეის სახალხო-დემოკრატიული რესპუბლიკისგან თანამდეროვე რაკეტები შეიძინა, რომელთა მოქმედების რადიუსიც ისლამურ რესპუბლიკას დასავლეთ ევროპის ქვეყნებზე თავდასხმის საშუალებასაც კი მისცემს. ამ ინფორმაციას Wikileaks-ის საიტზე დაყრდნობით New York Times-ი აქვეყნებს.

2010 წლის 24 თებერვლით დათარიღებულ ტელეგრამაში აღნიშნულია, რომ ირანმა ჩრდილოეთ კორეისგან R-27 სერიის 19 რაკეტა შეიძინა, რომელთა სიმძლავრეც ვაშინგტონის მიერ ოფიციალურად დაშვებულს მნიშვნელოვნად აჭარბებს.

როგორც გაზეთები აღნიშნავენ, ექსპერტები ადრეც ვარაუდობდნენ, რომ ამ რაკეტების ცალკეული კომპონენტები ირანის ხელში შეიძლებოდა აღმოჩენილიყო, თუმცა ირანის მიერ რაკეტების სრული კომპლექტის შეძენის შესახებ ინფორმაცია მოულოდნელობა აღმოჩნდა.

სკანდალური საიტი ცოტა ხნის წინ იტყობინებოდა, რომ აშშ-სა და უცხო ქვეყნის მთავრობებს შორის კონფიდენციალური მიმოწერის გამოქვეყნებას აპირებდა, თუმცა 28 ნოემბერს Wikileaks-ი ჰაკერული თავდასხმის შედეგად დაიბლოკა.

მიუხედავად ამისა, ინტერნეტ-რესურსის ადმინისტრაციამ თავისი მასალები დასავლურ გაზეთებს (მათ შორის ესპანურ Pais-ს, ფრანგულ Monde-ს, ბრიტანულ Guardian-სა და New York Times-ს) მაინც მიაწოდა. Wikileaks-ი სულ 250 ათასი დოკუმენტის გამოქვეყნებას აპირებდა.

მომზადებულია nytimes.com-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე