სამხედრო ვალდებულების მოუხდელობისთვის პირმა შესაძლოა საქართველოს მოქალაქეობიდან გასვლა ვერ შეძლოს.
შესაბამისი ცვლილება "საქართველოს მოქალაქეობის შესახებ" კანონში შედის. თუმცა, აღნიშნული წესი არ გავრცელდება იმ პირთა მიმართ, ვინც კანონით დადგენილი წესით სამხედრო ვალდებულებისგან გათავისუფლებულია.
კანონპროექტის ინიციატორები დეპუტატები კახა ანჯაფარიძე, ზვიად კუკავა და ჩიორა თაქთაქიშვილი არიან.