რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "კალაშნიკოვს" ჩამოწერს

რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "კალაშნიკოვს" ჩამოწერს

რუსეთის თავდაცვის მინისტრის, ანატოლი სერდიუკოვის განცხადებით, რუსეთის შეიარაღებულ ძალებში "კალაშნიკოვი" და შაშხანა "ესვედე" ჩამოიწერებ ა. ინფორმაციას ამის შესახებ "gzt.ru" ავრცელებს.

ინტერნეტ-გამოცემის ცნობით, რუსეთის თავდაცვის უწყების გადაწყვეტილების შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც რუსეთის სახელმწიფო სათათბიროს დეპუტატეტებსა და სერდიუკოვს შორის შეხვედრა გაიმართა.

"როგორი გასაკვირიც არ უნდა იყოს, რუსეთი იმ სფეროში აღმოჩნდა ჩამორჩენილი, რომელშიც ლამის მსოფლიო ლიდერად ითვლებოდა - ცეცხლსასროლი იარაღის წარმოებაში. "gzt.ru"-სთან საუბრისას დუმას ერთ-ერთმა დეპუტატმა აღიარა, რომ უცხოური შაშხანები და ავტომატები ყველა ტექნიკური მონაცემით ბევრად უსწრებენ რუსულს, ამასთან, საზღვარგარეთ წარმოებული იარაღი რუსეთში გამოშვებულზე გაცილებით მსუბუქია", - წერს ინტერნეტ-გამოცემა.

"გზტ.რუ"-ს ცნობით, რუსეთის ჩამორჩენილობა იარაღის წარმოებაში იმითაა განპირობებული, რომ ცივი ომის და "რკინის ფარდის" არსებობის დროს რუსეთის იარაღის წარმოება ჩამორჩა გერმანიის, ბელგიის, ავსტრიის, აშშ-ს, ისრაელისა და სამხრეთ აფრიკის რესპუბლიკის მოწინავე მეთოდებს.

სერდიუკოვისა და დუმის დეპუტატების შეხვედრის დროს საუბარი ფრანგული ვერტმფრენმზიდის "მისტრალის" შეძენასაც შეეხო.

"საქართველოს რეაქცია "მისტრალის" ყიდვასთან დაკავშირებით პანიკურია!" - განაცხადა რუსეთის სათათბიროს ერთ-ერთმა წევრმა იგორი ბარინოვმა.

სათათბიროს მეორე წევრის მიხეილ ნენაშევის განცხადებით კი, "მისტრალი" რუსეთის ფლოტს დაკისრებული დავალებების ახალ დონეზე შესრულების საშუალებას მისცემს.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე