სევასტოპოლის სტრელეცკის ყურეში სარაკეტო კატარღა P-260 "უმანი" ჩაიძირა. ამის შესახებ უკრაინული გამოცემა "გაზეტა" იუწყება .
ქალაქ უმანის ადმინისტრაციის მტკიცებით, კატარღა უკრაინამ საქართველოს მიჰყიდა. თუმცა, ის 2008 წელს ჩამოწერეს და 2010 წლის ბოლოს სევასტოპოლში გადაიყვანეს, სადაც ჯართად უნდა დაეჭრათ.
გემი, საბორტო ნომრით "U152" სიგრძეში 38,6 მეტრი, სიგანეში კი 7,6 მეტრი იყო. მას შეიარაღებაში ქვემეხი და "ტერმიტის" ტიპის სარაკეტო დანადგარები ჰქონდა. უკრაინას კატარღა 1995 წელს, შავი ზღვის ფლოტის გაყოფისას გადაეცა.