დავით კირკიტაძე - რუსთავის საავადმყოფოში ჯარისკაცებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდებათ

დავით კირკიტაძე - რუსთავის საავადმყოფოში ჯარისკაცებს გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდებათ

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაყვანილ ჯარისკაცებს ამ წუთებში გადაუდებელი სამედიცინო დახმარება უტარდებათ, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" პრეზიდენტის რწმუნებულმა ქვემო ქართლში დავით კირკიტაძემ განუცხადა.

დაჭრილი ჯარისკაცების ზუსტი რაოდენობა გუბერნატორისთვის უცნობია. მისი განცხადებით, მომხდარის დეტალებზე კომენტარს თავდაცვის სამინისტრო გააკეთებს.

რუსთავის ცენტრალურ საავადმყოფოში ამ დროისთვის 13 დაჭრილი ჯარისკაცია მოთავსებული. ვრცელდება ინფორმაცია, რომ სამი სამხედრო მოსამსახურე დაიღუპა.

როგორც საავადმყოფოსთან მყოფი ჯარისკაცების ახლობელები აცხადებენ, აფეთქება კრწანისის სამხედრო ბაზაზე მოხდა.

მომხდარზე თავდაცვის სამინისტროს ოფიციალური კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე