"მისტრალის" რუსეთისთვის მიყიდვის შესახებ შეთანხმება საფრანგეთში მხარდაჭერას კარგავს. ამის მიზეზია მოსკოვის სურვილი, ხელში ჩაიგდოს საფრანგეთის სამხედრო ტექნოლოგიები.
გაზეთ "ფიგაროს" ინფორმაციით, პარიზი თანახმაა, რუსეთს "მისტრალის" კავშირგაბმულობისა და მართვის სისტემა და მისი კოდები გადასცეს. "მისტრალის" მონაცემთა გადაცემის ერთ-ერთი რთული სისტემაა Sinik 9, რომელიც ავიამზიდ "შარლ დე გოლზე" დამონტაჟებული სისტემა Sinik 8-ს გაუმჯობესებული ვარიანტია.
"ფიგარო" იხსენებს, რომ რუსეთის მიერ "მისტრალის" შეძენამ საქართველოსა და ბალტიისპირა ქვეყნებში შეშფოთება გამოიწვია, ხოლო ხომალდის წყნარ ოკეანეში გაგზავნის შესახებ ინფორმაციის გავრცელების შემდეგ იაპონიაც შეშფოთდა.
"პარიზსა და მოსკოვის კიდევ რამდენიმე კვირა აქვთ იმისთვის, რომ კომპრომისს მიაღწიონ. თუმცა პარიზში მოლაპარაკებები უკვე მათ უკმაყოფილებასაც იწვევს, ვინც გარიგებას ყველაზე მეტად გულშემატკივრობდა. მათ მიაჩნიათ, რომ გარიგება საფრანგეთს მეტისმეტად ძვირი უჯდება", - წერს გამოცემა.
"მისტრალის შესყიდვის" შესახებ შეთანხმება 2011 წლის 25 იანვარს სენ-ნაზერში (საფრანგეთი) გაფორმდა.
მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.