უკრაინა ნატო-ს დერეფანი გახდება

უკრაინა ნატო-ს დერეფანი გახდება

უკრაინა საკუთარ ტერიტორიაზე ნატო-ს შეიარაღებული ძალებისა და პერსონალის განთავსებასთან დაკავშირებით, საერთო შეთანხმებას მოაწერს ხელს, ამის შესახებ 2011 წლის უკრაინა-ნატო-ს თანამშრომლობის წლიურ ნაციონალურ პროგრამაშია საუბარი. 

დოკუმენტის თანახმად, უკრაინის პრეზიდენტმა პირობა დადო, რომ უკრაინის გავლით ავღანეთში ოპერაციის ჩატარებისთვის ყველა აუცილებელ ტრანზიტს უზრუნველყოფს. "შეთანხმება ძალაში უკვე წელს შევა", - წერს გამოცემა "obozrevatel".

გარდა ამისა, უკრაინამ ჩრდილოატლანტიკურ ალიანსს, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი სატრანსპორტო ავიაციის გამოყენების უფლება მისცა.

თებერვალში უკრაინის ხელისუფლებამ ნატო-სთან თანამშრომლობის წლიური პროგრამა დაამტკიცა.

მომზადებულია obozrevatel.com-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა