ჯო ბაიდენი: ლიბიაში მისიის შესრულება ნატო-ს აშშ-ის გარეშეც შეუძლია, ჩვენ სხვა ინტერესებიც გვაქვს

ჯო ბაიდენი: ლიბიაში მისიის შესრულება ნატო-ს აშშ-ის გარეშეც შეუძლია, ჩვენ სხვა ინტერესებიც გვაქვს

ნატო-ს ლიბიაში საკუთარი მისიის შესრულება აშშ-ის მონაწილეობის გარეშეც შეუძლია, ვაშინგტონს კი საერთაშორისო ასპარზზე სხვა არანაკლებ მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინტერესები აქვს. ეს განცხადება აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა გაზეთ Financial Times-ისთვის მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.

ვიცე-პრეზიდენტის თქმით, "აბსურდული იქნებოდა გვევარაუდა, რომ ალიანსსა და მთელ დანარჩენ სამყაროს ლიბიაში ვითარების მოგვარების ძალა არ შესწევს".

აშშ-ის სამხედრო-საჰაერო ძალები ამჟამად მოკავშირეთა თვითმფრინავებს საწვავით ამარაგებს და რადიოელექტრონული ბრძოლის მეთოდებით ლიბიის ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის საშუალებების ჩახშობას ცდილობს.

ჯო ბაიდენის თქმით, ოპერაციაში აშშ-ის მონაწილეობის ფორმატის ცვლილება ქვეყნის სტრატეგიულ ინტერესებს ეფუძნება და არა თეთრი სახლის მცდელობას, მოიპოვოს შიდაპოლიტიკური დივიდენდები.

”საკითხავია, უღირს თუ არა აშშ-ს მისი რესურსების ირანზე, ეგვიპტეზე, ჩრდილოეთ კორეაზე, ავღანეთსა და პაკისტანზე დახარჯვა, - კითხვას სვამს ბაიდენი, - ჩვენ ამ ყველაფრის ერთდროულად კეთება არ შეგვიძლია, თუმცა ნატო-ს ყველანაირი შესაძლებლობა აქვს იმისა, რომ ლიბიის შესახებ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მიერ მიღებული რეზოლუცია შეასრულოს".

მომზადებულია Financial Times-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა