ნატო-ს ავიაციამ 31 მარტიდან დღემდე ლიბიაზე ექვსი ათასი იერიში განახორციელა.
"ბი-ბი-სი"-ს ინფორმაციით, ოპერაციის მიზანი უცვლელია - ლიბიის საჰაერო სივრცის კონტროლი, რათა ვინმე კადაფის ძალებისთვის იარაღის მიწოდებას არ შეეცადოს.
სამხედრო ოპერაცია ლიბიაში სამოქალაქო ომის გამწვავების შემდეგ დაიწყო. კოალიციური ძალები ქვეყანას გაერო-ს უშიშროების საბჭოს 17 მარტის რეზოლუციის ფარგლებში უტევენ, რომელიც მშვიდობიანი მოსახლეობის დაცვას ისახავს მიზნად.
აშშ-ის, დიდი ბრიტანეთისა და საფრანგეთის ლიდერების განცხადებით, სამხედრო ოპერაცია ლიბიაში იქამდე გაგრძელდება, სანამ მუამარ კადაფი ხელისუფლებას არ დათმობს.