ანჯელინა ჯოლიმ ქართველი სამხედროები მოინახულა

ანჯელინა ჯოლიმ ქართველი სამხედროები მოინახულა

ჰოლივუდის კინოვარსკვლავმა და გაერო-ს კეთილი ნების ელჩმა ანჯელინა ჯოლიმ, გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში ქართველი ჯარისკაცები მოინახულა. ამის შესახებ თავდაცვის სამინისტრო იუწყება.

სამინისტროს ინფორმაციით, ამ დროისათვის ჰოსპიტალში ორი სამხედრო აგრძელებს მკურნალობას - მესამე ქვეითი ბრიგადის 32-ე ბატალიონის ასეულის მეთაური, კაპიტანი ალუდა სეთურიძე და ამავე ბატალიონის კაპრალი ედნარ აბულაძე.

ქართველი ჯარისკაცები ISAF-ის სამშვიდობო მისიის ფარგლებში, ჰელმანდის პროვინციაში ამერიკული კონტინგენტის შემადგენლობაში მსახურობდნენ.

სულ ჰელმანდის პროვინციაში სამსახურის პერიოდში დაიჭრა და დაშავდა 12 ქართველი სამხედრო მოსამსახურე.

ნატო-ს ეგიდით წარმოებულ სამშვიდობო ოპერაციაში, მესამე ბრიგადის 32-ე ბატალიონი ეტაპობრივად 33-ე ბატალიონმა ჩაანაცვლა. 

ბატალიონთა როტაცია ამ დროისათვის უკვე დასრულებულია.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც ქართველ ჯარისკაცებს მსოფლიოში ცნობილი ადამიანები სტუმრობენ. 2010 წლის ნოემბერში ჰელმანდის პროვინციაში, 31-ე ბატალიონის დაჭრილი ჯარისკაცები  აშშ-ის პირველმა ლედიმ - მიშელ ობამამ მოინახულა.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე