რუსეთის სააქციო საზოგადოება "გაერთიანებული გემთმშენებელი კორპორაცია" ვერტმფრენმზიდ "მისტრალის" მშენებლობას მიმდინარე წლის დეკემბრიდან დაიწყებს. "როსბალტის" ინფორმაციით, ამის შესახებ კომპანიის პრეზიდენტმა რომან ტროცენკომ განაცხადა.
გემი პეტერბურგში აშენდება. ფრანგულ მხარესთან გაფორმებული შეთანხმების შედეგად, რუსული კორპორაცია გემის 40 %-ს ააშენებს, რის შემდეგაც გემის აწყობილი ნაწილი საფრანგეთში გაიგზავნება, სადაც მშენებლობა დასრულდება.
პირველი ორი გემისთვის რუსეთმა 17 ივნისის შეთანხმების თანახმად, საფრანგეთს 1.2 მილიარდი ევრო გადაუხადა.