ლეონ პანეტა: "ლიბიაში ჩვენი მოკავშირეები 90 დღეში ძალებს ამოწურავენ"

ლეონ პანეტა: "ლიბიაში ჩვენი მოკავშირეები 90 დღეში ძალებს ამოწურავენ"

ლიბიის სამხედრო ოპერაციაში აშშ-ის ზოგიერთი მოკავშირე 90 დღეში ძალებს ამოწურავს, განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრმა ლეონ პანეტამ. პანეტა არ გამორიცხავს, რომ აშშ მათ დახმარებას გაუწევს.

"ლიბიაში ამჟამად უმთავრესი პრობლემა ის არის, რომ 90 დღის განმავლობაში ბევრი ქვეყანა საკუთარ შესაძლებლობებს ამოწურავს და აშშ-ის დახმარება აუცილებელი იქნება", - განაცხადა პენტაგონის მეთაურმა.

მისი თქმით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მოკავშირეებმა ამ მხრივ შეიარაღებული ძალების ბრძოლისუნარიანობა უნდა გააძლიერონ.

"მათ ინვესტიცია უნდა ჩადონ ამ ტიპის პარტნიორობაშიც. ფინანსურ ტვირთს მხოლოდ ჩვენ ვერ ვიკისრებთ, ეს სხვებმაც უნდა გააკეთონ", - აღნიშნა პანეტამ.

მომზადებულია rian.ru-ს მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა