აშშ-მა ანტისარკეტო თავდაცვითი სისტემის რადარისთვის ადგილი ვერ შეარჩია

აშშ-მა ანტისარკეტო თავდაცვითი სისტემის რადარისთვის ადგილი ვერ შეარჩია

აშშ-ის პრეზიდენტ ბარაქ ობამას ადმინისტრაციას ჯერჯერობით გადაწყვეტილება არ მიუღია, სამხრეთ ევროპის რომელ ქვეყანაში განათავსოს ანტისარაკეტო თავდაცვითი სისტემის რადარი. ამის შესახებ ჟურნალისტებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განუცხადეს, რომლებიც სახელმწიფო მდივან ჰილარი კლინტონს 15-16 ივლისს სტამბულში ვიზიტის დროს ახლდნენ.

"რადარის განთავსების ადგილთან დაკავშირებით ჯერჯერობი გადაწყვეტილება არ მიგვიღია. ამ საკითხს, რა თქმა უნდა, თურქეთის ხელისუფლებასთან ერთად განვიხილავთ", - განაცხადეს დიპლომატებმა.

თუმცა, როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, მოლოდინი, რომ ეს შეთანხმება ამ ვიზიტის დროს გაფორმდება, არ არის. "რადარის განთავსების რამდენიმე ვერსიას განვიხილავთ და ამასთან დაკავშირებით ანკარას ჩვენს შეხედულებებს ვუზიარებთ", - განაცხადეს მათ.

თურქეთში რადარის განთავსების წინააღმდეგ რამდენიმე რესპუბლიკელი სენატორი, მათ შორის ჯონ კაილი და მარკ კირკი გამოდიან. კლინტონისთვის გაგზავნილ წერილში მათ აღნიშნეს, რომ ანკარის მიერ წარმოყენებული პირობები არ მოსწონთ, კონკრეტულად კი ის მოთხოვნა, რომ ამ რადართან დაკავშირებული მონაცემები ისრაელს არ უნდა გადაეცეს.

მომზადებულია Foreign Policy-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა