ირანი მზადაა, რუსეთის შეთავაზება მიიღოს და ბირთვული პროგრამის თაობაზე დისკუსია განაახლოს. ამის შესახებ ირანის პრეზიდეტმა მაჰმუდ ახმადინეჯადმა რუსეთის უშიშროების საბჭოს მდივანთან, ნიკოლაი პატრუშევთან შეხვედრისას განაცხადა.
"ირანის ისლამისტური რესპუბლიკა პოზიტიურად აფასებს რუსეთის ინიციატივას და ამ მიმართულებით თანამშრომლობის გაფორმება არა მარტო ირანის, არამედ მთელი ახლო აღმოსავლეთის ინტერესებში შედის. რესპუბლიკაში ბოლოდროინდელი მოვლენები თეირანისა და მოსკოვის თანამშრობლობის გააქტიურებას მოითხოვს", - განაცხადა ახმადინეჯადმა.
ირანის ნაციონალური უშიშროების საბჭოს მდივანი, საიდ ჯალილი მიიჩნევს, რომ რუსეთის წინადადებები, შესაძლოა, ბირთვული პროგრამის თაობაზე ირანსა და საერთაშორისო "ექვსიანს" შორის მოლაპარაკების განახლების საფუძველი გახდეს.
მომზადებულია itar-tass.com-ის მიხედვით