ირანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის

ირანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის

სარაკეტო-საზენიტო კომპლექს "ეს-300"-ის მიწოდებაზე უარის თქმის გამო, ირანი რუსეთს საერთაშორისო სასამართლოში უჩივის.

რუსეთში ირანის ელჩმა მაჰმუდ რეზა საჯანიმ მოსკოვში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, ირანი მიიჩნევს, რომ იურიდიულად "ეს-300"-ის გადაზიდვა გაერო-ს უშიშროების საბჭოს რეზოლუციაში არ არის შეტანილი. მისივე თქმით, ირანმა სასამართლოში შეიტანა სარჩელი, რათა სასამართლოს გადაწყვეტილება დაეხმაროს რუსეთს აღნიშნული კომპლექსის ირანისთვის მიწოდება შეძლოს, რათა რუსეთს იურიდიული კოზირი ეკავოს ხელთ.

როგორც ცნობილია, გაერო-ს უშიშროების საბჭომ 2010 წლის ივნისის რეზოლუციით, ირანს დაუწესა სანქცია, რომლის თანახმადაც, ამ ქვეყნისთვის ჩვეულებრივი შეიარაღების მიწოდება იკრძალება. მათ შორის რაკეტების, სარაკეტო სისტემების, საბრძოლო თვითმფრინავებისა და ხომალდების.

რუსეთმა გაერო-ს აღნიშნული რეზოლუციის შესრულების შესახებ ბრძანებას ხელი მოაწერა.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე