რა დაუჯდა აშშ-ს მუამარ კადაფის განადგურება?

რა დაუჯდა აშშ-ს მუამარ კადაფის განადგურება?

აშშ-მა მუამარ კადაფის განადგურების მიზნით ლიბიაში ჩატარებულ სამხედრო სპეცოპერაციაზე, სექტემბერში 1,1 მლრდ დოლარი დახარჯა. ამ მონაცემებს აშშ-ის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით, ამერიკული ჟურნალი National Journal აქვეყნებს.

ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტ ჯო ბაიდენის თქმით, ეს სპეცოპერაცია აშშ-ს სულ 2 მლრდ დოლარი დაუჯდა, ამასთან ლიბიაში "არცერთი ამერიკელი ჯარისკაცი არ დაღუპულა".

ლიბიაში სპეცოპერაციისთვის ნატო რადიოელექტრონული ბრძოლის საშუალებებზე ყოველთვიურად 7,4 მლნ დოლარს ხარჯავდა, 1,1 მლნ დოლარი კი შტაბბინისა და სამეთაურო შემადგენლობის ხარჯების დაფარვას სჭირდებოდა.

კონგრესის საგამოძიებო სამსახურის მონაცემებით, ავღანეთის ომში აშშ-მა უკვე 500 მლრდ დოლარი დახარჯა.

მომზადებულია National Journal-ის მიხედვით.

დაარეგულირებს თუ არა მერია ტაქსით მგზავრობის გაზრდილ საფასურს - ირაკლი ხმალაძის კომენტარი

თქვენი თანხმობის გარეშე სარეკლამო SMS-ებს აღარ მიიღებთ - რამდენი იქნება დარღვევაზე ჯარიმა

როგორ გავხადოთ პრეზენტაცია უფრო ეფექტიანი - 10 რჩევა, რომელიც უნდა გაითვალისწინოთ