ერაყელი გოგონა მხოლოდ ამერიკელი ჯარისკაცის მკლავებში იძინებს

ერაყელი გოგონა მხოლოდ ამერიკელი ჯარისკაცის მკლავებში იძინებს

დასავლურ პრესაში ფოტო გავრცელდა - ამერიკელ სერჟანტს პატარა გოგონა უჭირავს ხელში და მასთან ერთად ჩასძინებია. ეს აშშ-ის სამხედრო საჰაერო ძელების სამედიცინო ჯგუფის (Wing Medical Group) ხელმძღვანელი და უფროსი სერჟანტი ჯონ გებჰარდტია. ბავშვი კი ერაყელი ობოლი გოგონა, რომელსაც მშობლები ჩამოუხვრჩვეს.

სეჟანტი ერაყში მდებარე ბალადის ავიაბაზაზე მსახურობდა. რეგულარული ვალდებულებების გარდა კი ხშირად სამხედრო ჰოსპიტალში მოხალისედ მუშაობდა. სწორედ ჰოსპიტალში შეხვდა სერჟანტი გებჰარდტი პატარა ერაყელ გოგონას, რომლის ოჯახიც ამბოხებულებმა დახოცეს, ბავშვს ტყვია თავში ჰქონდა მოხვედრილი.

გამოჯანმრთელების გზაზე გოგონას პრობლემები ჰქონდა, თუმცა ჰოსპიტალის თანამშრომლებმა შენიშნეს, რომ ბავშვი სერჟანტთან თავს ყველაზე კარგად გრძნობდა. მრავალი ღამე ჯონ გებჰარდტს ბავშვთან ერთად სკამზე ეძინა.

ეს ფოტო ჯონმა აშშ-ში, კანზასის შტატში თავის მეუღლე მინდის გაუგზავნა. ფოტოს მინაწერი ჰქონდა: "ბავშვს ოჯახის წევრები ჩამოუხრჩეს, მხოლოდ მისი გადარჩენა მოვახერხეთ და გადავიყვანეთ სამხედრო ჰოსპიტალში. პატარა გამოჯანმრთელდა, მაგრამ სულ ტირის. ის მხოლოდ მაშინ ჩუმდება, როცა მას ხელში ვიჭერ... და აი, უკვე მეოთხე ღამეა მასთან ერთად ვიღვიძებ და ვიძინებ".

სერჟანტს თავად დიდი შვილები ყავს - 25 წლის რაიანი და 23 წლის ამბერი. თავად ოჯახიდან მოწყვეტილისთვის დიდი სიამოვნება იყო ობლად დარჩენილ პატარაზე ზრუნვა.

"ჩემთვის ძალიან დიდი სიამოვნება იყო ამ ბავშვზე ზრუნვა. როდესაც გოგონა ხელში მეჭირა, ჩემს ოჯახზე და ცხოვრებაზე ვფიქრობდი და მივხვდი, რამდენად ბედნიერი ვყოფილვარ", - ამბობს სერჟანტი.

მინდისთვის ეს მოულოდნელობა არ ყოფილა. მისი თქმით, იგი ჯონს ცოლად სწორედ ამ კაცთმოყვარეობის გამო გაჰყვა და ეს ფოტო ზუსტად ახასიათებს მის მეუღლეს.

ერაყელი გოგონა ამჟამად სარეაბილიტაციო კურსს გადის.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე