უსამა ბენ ლადენის ლიკვიდაციიდან 6 თვის შემდეგ, ამ საიდუმლო ოპერაციის უშუალო შემსრულებლები, ელიტური რაზმის "ზღვის კატების" წევრები ალაპარაკდნენ. ბენ ლადენის სიკვდილის მათეული ვერსია ოფიციალურისგან განსხვავებულია. "ზღვის კატები" უკმაყოფილონი არიან იმით, რომ პოლიტიკოსებმა ისინი ცივსისხლიან მკვლელებად გამოიყვანეს. მათი თქმით, ისინი გაოგნებულნი დარჩნენ, როცა ბარაკ ობამამ იმავე საღამოს აუწყა მსოფლიოს ტერორისტის სიკვდილი და ამით სპეცოპერაციის შედეგად მოპოვებული ინფორმაცია უსარგებლო გახადა.
სპეცრაზმელები მიიჩნევენ, რომ ბენ ლადენის ლიკვიდაციის ოპერაციაში ობამას როლი გაზვიადებულია. რაზმის წევრები ყვებიან, რომ მისიის დაწყებამდე ზუსტად 20 წუთით ადრე ის გოლფს თამაშობდა და მხოლოდ ოპერაციის დასრულების შემდეგ დაბრუნდა თეთრ სახლში.
"სწორედ აქედან გაავცელეს მსოფლიო მედიაში თავინთი დრამატული ფოტოები, თითქოს ასე ადევნებდნენ თვალს ოპერაციის მსვლელობას. სინამდვილეში ობამა ბოლო წუთამდე ცდილობდა პაკისტანში მიმდინარე მოვლენებისგან თავი შორს დაეჭირა - თუ მისია ჩაიშლებოდა, ის პასუხისმგებელი არაფერზე ყოფილიყო", - "ზღვის კატების" ნაამბობი გამოცემა "სანდი თაიმსში" გამოქვეყნდა.
სპეცრაზმელებმა სიმართლე მე-6 საგანგებო განყოფილების განყოფილების ყოფილ უფროსს, ჩაკ პრიფერუს უამბეს, რომელმაც ის თავის წიგნში - "სპეცრაზმი: ოპერაცია "ჯერონიმოს" წინააღმდეგ" გამოიყენა.
"ზღვის კატები უარყოფენ ოფიციალურ ინფორმაციას იმის თაობაზე, თითქოს ბენ ლადენი ოპერაციის დაწყებიდან 20 წუთის შემდეგ მოკლეს. მისიის შემსრულებლების განცხადებით, ტერორისტი მის სახლში დესანტის გადასხმიდან 90 წამში გაანადგურეს.
"ოპერაცია იმდენად ზუსტად ჩატარდა, რომ მხოლოდ 12 ტყვია დაიხარჯა", - ამბობენ რაზმის წევრები და ირწმუნებიან, რომ ბენ ლადენის მოკვლა ოპერაციის მთავარი მიზანი არ იყო. "რომ ჩაგვბარებოდა, მას არ მოვკლავდით", - აცხადებენ "ზღვის კატები".
სპეცრაზმელები პაკისტანში, ტერორისტთა ლიდერის ბინაში 2 ვერტმფრენით ჩაფრინდნენ. 12-მა მათგანმა ბინის მე-3 სართულზე შეაღწია, სადაც ბენ ლადენის საძინებელი იყო განლაგებული. დერეფანში მათ ტერორისტის ერთ-ერთი ცოლი აიყვანეს.
"ბენ ლადენის საძინებლის კარი შეღებული იყო. მან ჯერ დერეფანში გამოიხედა, შემდეგ კარი მიიჯახუნა. ამ დროს მისი შვილი ხალიდი გამოჩნდა, რომელიც ადგილზე დახვრიტეს. ორმა სპეცრაზმელმა ტერორისტის ოთახის კარი შეამტვრია, სადაც ბენ ლადენი თავის ყველაზე ახალგაზრდა ცოლთან, ამალთან ერთად იმყოფებოდა. კაცმა მას ხელი კრა და ავტომატს სწვდა. ქალი ყვიროდა, ეს ის არ არისო. სპეცრაზმმა ცეცხლი გახსნა, ერთმა ტყვიამ ლეიბში გაიარა, მეორემ კი ამალს ფეხი გაუკაწრა. როცა ტერორისტმა ავტომატი აიღო, კვლავ ორმა სპეცრაზმელმა ესროლა. ტერორისტს ერთი ტყვია მკერდში, მეორე კი თავში მოხვდა და ადგილზე მოკლა", - ნათქვამია "სანდი თაიმსში" გამოქვეყნებულ წერილში.
"ზღვის კატების" იფორმაციით, თეთრი სახლის ადმინისტრაცია ოპერაციის ტრანსლირებას უპილოტო თვითმფრინავის დახმარებით ადევნებდა თვალს და წარმოდგენა არ ჰქონდა, რა ხდებოდა ამ დროს შენობაში.
მომზადებულია The Sunday Times-ის მიხედვით.