ამერიკის პრეზიდენტის ადმინისტრაცია სპარსეთის ყურეში თავისი ძირითადი მოკავშირეებისთვის ბომბებისა და სხვა სახის იარაღის მიწოდებას აპირებს. ამის შესახებ "უოლ სთრით ჯურნალი" იუწყება.
გამოცემის ცნობით, ეს წარმოადგენს ამერიკის აქტიური ძალისხმევის ნაწილს, რომელიც მიმართულია რეგიონული კოალიციის შესაქმნელად ირანის წინააღმდეგ. ამერიკის შეერთებული შტატები აპირებს, არაბეთის გაერთიანებულ საემიროებს 4.9 ათასი მაღალი სიზუსტის საავიაციო ნაღმები და სხვა შეიარაღება მიაწოდოს. როგორც მოსალოდნელია, ამასთან დაკავშირებით შესაბამისი გეგმა ამერიკის კონგრესს წარედგინება.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ამერიკის ეს გადაწყვეტილება უკავშირდება ირანის გავლენის შემცირებას ერაყიდან საკუთარი ჯარის გაყვანის შემდეგ.
"უოლ სთრით ჯურნალის" ცნობით, ამერიკა შემდეგ ქვეყნებთან აპირებს თანამშრომლობის გაღრმავებას - საუდის არაბეთი, ქუვეითი, ბაჰრეინი, კატარი. არაბეთის გაერთიანებული საემიროები და ომანი.
ამერიკა, ასევე, გეგმავს რეგიონში რაკეტსაწინააღმდეგო სისტემის განთავსებას ირანის ბალისტიკური რაკეტებისგან დასაცავად.