ინდოეთი უახლოეს მომავალში რუსეთისგან 60 ვერტმფრენს შეიძენს, - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
მათი ცნობით, გარიგება დაახლოებით ერთი მილიარდი დოლარი ჯდება. ინდოეთი მოსკოვისგან МИ-17-ს შეიძენს, რაზეც ქვეყნებს შორის შეთანხმება ჯერ კიდევ 2008 წელს გაფორმდა.
აღნიშნული ტიპის ვერტმფრენი ტვირთების გადასატანად, დესანტის გადასაყვანად და საცეცხლე მხარდაჭერისთვის გამოიყენება.
"ინტერპრესნიუსი"