სირიის ტერიტორიულ წყლებში რუსეთის სამხედრო ხომალდები შევიდნენ

სირიის ტერიტორიულ წყლებში რუსეთის სამხედრო ხომალდები შევიდნენ

სირიაში, რომელიც უახლოეს მომავალში შეასძლოა, დასავლეთის ქვეყნების ახალი სამხედრო ოპერაციის სამიზნე გახდეს, მოვლენები ელვის სისწარფით ვითარდება. დამასკოში შიშობენ, რომ გაეროს ახალმა რეზოლუციამ შესაძლოა,  სირიას ფაქტობრივად ომი გამოუცხადოს. გაეროში სირიის ელჩმა ბაშარ ჯაფარმა გენერალური ასამბლეის სხდომაზე განაცხადა, რომ ევროპა სირიის წინააღმდეგ უკვე აწარმოებს პოლიტიკურ და დიპლომატიურ ომს.

ამ ფონზე არ ცხრება საუბრები იმის შესახებ, რომ ბაშარ ასადის რეჟიმის დაცვის მიზნით, რუსეთმა შესაძლოა, სამხედრო ძალა გამოიყენოს. გუშინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთის სამხედრო ხომალდები სირიის ტერიტორიულ წყლებში შევიდნენ. თუმცა ექსპერტები ეჭვობენ, რომ მოსკოვი ომში ჩაებმება - ამისთვის მას მეტისმეტად მცირე საფუძველი აქვს.

სირიის ტერიტორიულ წყლებში, ტარტუსის პორტის რაიონში რუსეთის სამხედრო-საზღვაო ფლოტის ხომალდების შესვლის შესახებ ინფორმაცია არაბულმა ტელეარხმა Al Arabiya-მ გაავრცელა. ტელეარხის ინფორმაციით, რუსი მეზღვაურები აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში დაზვერვისა და საიდუმლო ცნობების შეგროვების მიზნით შევიდნენ.

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ასადის გარემოცვის წევრთა თქმით, რუსეთის ხომალდები პორტში ღუზებს არ ჩაუშვებენ. როგორც წყაროები იტყობინებიან, სამხედრო მისიის მიზანი არა ბაშარ ასადის რეჟიმის მხარდაჭერა, არამედ უცხოელთა მხრიდან სირიის ნებისმიერი სახის ინტერვენციისგან დაცვაა.

ტარტუსში რუსეთის სამხედრო ბაზა მდებარეობს, რაც მოსკოვს სირიის ტერიტორიულ წყლებში სამხედრო ხომალდების შეყვანის ლოგიკურ საფუძვლად მიაჩნია.

რუსეთის სამხედრო ხომალდები სირიის ტერიტორიულ წყლებში მას შემდეგ შევიდნენ, რაც კანადის თავდაცვის მინისტრმა გენერალმა პიტერ მაკეიმ განაცხადა, რომ კანადის სამეფო ფლოტი 2012 წლის ბოლომდე ხმელთაშუა ზღვაში დარჩება და პატრულირებას გააგრძელებს. გენერლის თქმით, ასეთი აუცილებლობა სირიაში სამოქალაქო ომის საფრთხით არის გამოწვეული. კანადური ფრეგატი Charlottetown-ი ამჟამად ხმელთაშუაზღვისპირეთში მდებარეობს. ის ნატოს ოპერაცია "გაერთიანებულ დამცველში" მონაწილეობდა, რომელიც ლიბიის ლიდერის მუამარ კადაფის დამხობას ისახავდა მიზნად. 

მომზადებულია Reuters-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა