ნატო-ს ვერტმფრენმა პაკისტანის ტერიტორიაზე საგუშაგო დაცხრილა, რის შედეგადაც 8 პაკისტანელი ჯარისკაცი დაიღუპა, 4 კი მძიმედ დაშავდა.
"როიტერის" ინფორმაციით, ვერტმფრენი პაკისტანის ტერიტორიაზე ავღანეთიდან შეიჭრა. ნატო-ს წარმომადგენლებმა ინფორმაცია ვერტმფრენის პაკისტანის ტერიტორიაზე შეჭრის შესახებ დაადასტურეს, თუმცა განაცხადეს, რომ ის სასაზღვრო ტერიტორიაზე დაზვერვას ახორციელებდა.
ინფორმაცია ჯარისკაცების დაღუპვის შესახებ "როიტერს" პაკისტანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიაწოდეს.