აშშ-მა ერაყში სამხედრო კამპანია საბოლოოდ დაასრულა. "ასოშეითედ პრესის" ინფორმაციით, ამერიკის ბოლო სამხედრო კონტინგენტმა ერაყის ტერიტორია 18 დეკემბერს დილით დატოვა. ამერიკული ჯავშანტრანსპორტის უკანასკნელმა კოლონამ მეზობელი ქუვეითის საზღვარი დილით გადაკვეთა.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, საზღვარზე ჯარისკაცები სიხარულისგან ყვიროდნენ და ერთმანეთს მისიის დასრულებას ულოცავდნენ.
აშშ და დიდი ბრიტანეთი ერაყში 2003 წელს შევიდნენ, რისი მიზეზიც ერაყში მასობრივი განადგურების იარაღის აღმოჩენა იყო. აშშ-ს სამხედრო კამპანიამ ერაყში 4 500 ამერიკელი ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.