ანდერს ფოგ რასმუსენი – ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია არ იგეგმება

ანდერს ფოგ რასმუსენი – ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაცია არ იგეგმება

ნატო ირანის წინააღმდეგ სამხედრო ოპერაციას არ გეგმავს,- ამის შესახებ ალიანსის გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა განაცხადა.

დასავლური მედიის ცნობით, რასმუსენმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია, ორმუზის სრუტის გავლით ენერგომატარებლების გადაადგილება გაგრძელდეს, რადგან ის უმსხვილესი საზღვაო არტერიაა.

"ირანის ხელისუფლება ვალდებულია, მოიქცეს ისე, როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის წევრები იქცევიან – საერთაშორისო შეთანხმებების შესაბამისად. ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ ნატო ინტერვენციას არ გეგმავს", - განაცხადა რასმუსენმა.

ირანი ორმუზის სრუტის გადაკეტვით იმუქრება, იმ შემთხვევაში, თუ ევროკავშირი მას ნავთობზე ემბარგოს დაუწესებს. ეს საკითხი, შესაძლოა, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების სხდომაზე დამტკიცდეს, რომელიც 23 იანვარს გაიმართება. სანქციები ძალაში რამდენიმე თვის შემდეგ შევა, მაგრამ, არაუგვიანეს 1 ივლისისა. ეს ვადა საჭიროა იმისთვის, რომ იმპორტიორმა ქვეყნებმა ნავთობის სარეზერვო მარაგის შევსება შეძლონ.

ამასთან, ორმუზის სრუტის შესაძლო ბლოკირებასთან დაკავშირებით ბარაქ ობამა ოფიციალურ თეირანს პირდაპირ მოლაპარაკებებს სთავაზობს. ირანული მედიის ცნობით, აშშ-ის პრეზიდენტმა ირანის უმაღლეს ლიდერს საიდუმლო წერილი უკვე გაუგზავნა.

თუმცა თეთრი სახლი აღნიშნულ ინფორმაციაზე კომენტარს არ აკეთებს.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე