ამერიკელი სამხედროები "ავატარს" რეალობად აქცევენ

ამერიკელი სამხედროები "ავატარს" რეალობად აქცევენ

ამერიკელ სამხედროებს "ავატარის" იდეის რეალობად ქცევა შეუძლიათ. მათი თქმით, ადამიანების ხელით მართვადი რობოტები "ომის შავ სამუშაოს" შეარულებენ: "გაასუფთავებენ" ტერიტორიას, მონაწილეობას მიიღებენ სპეცოპერაციებში და ა.შ. ჯერჯერობით, ექსპერიმენტები მაიმუნებზე ტარდება, თუმცა ამ ყველაფერის რეალობად ქცევა არც ისე შორეული პერსპექტივაა.

ცოტა ხნის წინ დაწინაურებული კვლევის პროექტების სააგენტომ (DARPA) საზოგადოებას Petman-ისა და AlphaDog-ის რობოტები წარუდგინა, რომლებსაც ადამიანთა მოძრაობების იმიტაცია და ბრძოლის დროს ტვირთების გადატანა შეუძლიათ. AlphaDog-ის რობოტების არა მხოლოდ დისტანციური მართვაა შესაძლებელი, არამედ ისინი ადამიანის ხმასა და მოძრაობაზეც რეაგირებენ.

ჟურნალ Wired-ის ინფორმაციით, რობოტები DARPA-ს ერთადერთი პროექტი არ არის. 4 მლნ დოლარია გამოყოფილი კონტურული ლაზერული სისტემების განვითარებისთვის, რომელიც სამხედროების თავდასხმისა და თავდაცვისთვის არის განკუთვნილი.

ამასთან, კეიოს უნივერსიტეტის იაპონელმა მკვლევარებმა ახალი ტელემეტრული რობოტი-ავატარი Telesar V შექმნეს, რომელიც ისეთივე პრინციპით იმართება, როგორც ჯეიმს კემერონის ფილმ "ავატარში" იყო ნაჩვენები. Telesar V-ს ზუსტად შეუძლია ყველა მოძრაობის გამეორება, რომელსაც ოპერატორი ასრულებს.

Telesar V-ის თაობაზე მეცნიერები აღნიშნავენ, რომ მესანგრეებს მათი გამოყენება ასაფეთქებელი მოწყობილობების გაუვნებელყოფისთვის შეუძლიათ, ან სახიფათო ადგილებში სხვადასხვა სახის ოპერაციების შესასრულებლად.

მომზადებულია darpa.mil-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე