რუსეთში შესაძლოა, ეროვნული გვარდია შეიქმნას

 რუსეთში შესაძლოა, ეროვნული გვარდია შეიქმნას

რუსეთში შესაძლოა, ეროვნული გვარდია შეიქმნას. ამის შესახებ რუსული გამოცემა "ნეზავისიმაია გაზეტა" წერს.

გვარდიის შემადგენლობაში, სავარაუდოდ, 400 ათასი სამხედრო მოსამსახურე შევა და რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს დაექვემდებარება.

გვარდია შსს-ს შინაგანი ჯარების, ასევე საჰაერო-სადესანტო ჯარების, სამხედრო-საჰაერო ძალების, სამხედრო-საზღვაო ფლოტის და თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციის საფუძველზე შეიქმნება.

ეროვნული გვარდიის ამოცანა ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა და კონსტიტუციური წყობის დაცვა იქნება. როგორც გამოცემა წერს, ამჟამად რუსეთის თავდაცვის სამინისტრო, უშიშროების საბჭოსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან ერთად, ამზადებს ქვეყნის თავდაცვის ახალ გეგმას იმ ამოცანებიდან გამომდინარე, რომლებიც პრემიერმა ვლადიმერ პუტინმა დააყენა. გვარდიას შესაძლოა, შინაგანი ჯარების მთავარსარდალმა გენერალმა ნიკოლაი როგოჟნიკმა უხელმძღვანელოს.

რუსეთის ეროვნულ გვარდიაში შეიქმნება მსუბუქი საჰაერო-სადესანტო შენაერთები, რომლებიც ჯავშანმანქანებით იქნება აღჭურვილი, ასევე სამთო მოტომსროლელთა ბრიგადები და დაზვერვის მთავარი სამმართველოს სპეცდანიშნულების რაზმის ნაწილები. პირადი შემადგენლობის 80% საკონტარქტო საფუძველზე იმუშავებს. ახალი ჯარები, უპირველესად, სამხედრო-სატრანსპორტო ავიაციის შენაერთებით, ასევე ვერტმფრენების რაზმებით აღიჭურვება. არ გამორიცხავენ, რომ შეიქმნას ახალი ორგანი - თავდაცვის საბჭო, რომელიც ქვეყნის სამხედრო უსაფრთხოებაზე იქნება პასუხისმგებელი.

"ინტერპრესნიუსი"

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა