თავდაცისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე გივი თარგამაძე სარეზერვო სამსახურში ვეტერანების ჩართვის სურვილს მიესალმება.
ამის შესახებ თარგამაძემ პარლამენტის კომიტეტების დღევანდელ სხდომაზე, "თავდაცვის რეზერვის სისტემის კონცეფციის" პროექტის განხილვისას მას შემდეგ განაცხადა, რაც ექსპერტმა გიორგი თავდგირიძემ კომიტეტს და უშიშროების საბჭოს, სამი ორგანიზაციის მიერ შემუშავებული წინადადებები წარუდგინა.
თავდგირიძემ აღნიშნა, რომ ვეტერანები მზად არიან სარეზერვო სამსახურში ნებაყოფლობით ჩაერთონ. მისი თქმით, არსებული რეალობიდან გამომდინარე, სრულიად შესაძლებელია 6 ბატალიონი დაკომპლექტდეს იმ ადამიანებით, რომელთაც ვეტერანის კატეგორია აქვთ და თავდაცვის სისტემის მიერ დადგენილ ნორმებს აკმაყოფილებენ.
თავის მხრივ, გივი თარგამაძემ აღნიშნა, რომ მისასალმებელია ვეტერანების სურვილი, ჩაერთონ სამშობლოს სამსახურში.