აშშ თავდაცვის სფეროში საქართველოს დახმარების შესახებ შეთანხმების დეტალებს აკონკრეტებს

აშშ თავდაცვის სფეროში საქართველოს დახმარების შესახებ შეთანხმების დეტალებს აკონკრეტებს

აშშ თავდაცვის სფეროში საქართველოს დახმარების შესახებ შეთანხმების დეტალებს აკონკრეტებს. აღნიშნულთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ოფიციალურ ინფორმაციას აქვეყნებს, რომელშიც სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონის საქართველოში ვიზიტია შეჯამებული.

"მიმდინარე წლის 30 იანვარს პრეზიდენტ ობამასა და პრეზიდენტ სააკაშვილს შორის გამართული შეხვედრის შედეგებზე დაყრდნობით, სახელმწიფო მდივანმა კლინტონმა და პრეზიდენტმა სააკაშვილმა ისაუბრეს იმ პროგრესის შესახებ, რომელიც მიღწეული იყო პრეზიდენტ ობამას დაპირების შესრულების პროცესში. იგი გულისხმობს: ჩვენი თანამშრომლობის გაძლიერებას საქართველოს შეიარაღებული ძალების მოდერნიზაციისა და საქართველოს თავდაცვითი შესაძლებლობების გაუმჯობესების მიზნით; ნატო-სთან საქართველოს თავსებადობის გაზრდას ნატო-ში გაწევრიანებისთვის საჭირო მოთხოვნების შესრულების კვალდაკვალ; საქართველოს სამხედრო და თავდაცვითი სისტემის შემდგომ რეფორმირებას. ჩვენ განვიხილეთ ის გზები, რომლითაც დახმარებას გავუწევთ საქართველოს, რათა მან განავითაროს საჰაერო სათვალთვალო და საჰაერო თავდაცვისა და სანაპირო სათვალთვალო შესაძლებლობები, თავდაცვითი საბრძოლო საინჟინრო შესაძლებლობები, აგრეთვე გააუმჯობესოს სერჟანტების მეწინავე და საწვრთნელი უნარ-ჩვევები, ბრიგადის შტაბის მართვისა და კონტროლის შესაძლებლობები და მოემზადოს სატრანსპორტო შვეულმფრენთა ფლოტის გასაახლებლად", - ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.

მათივე თქმით, მომდევნო თვეებში ანალიზისა და შეფასების ეტაპიდან იმპლემენტაციის ეტაპზე გადასვლასთან ერთად, აშშ განიხილავს საქართველოს მოთხოვნებს, შეისყიდოს თავდაცვითი შეიარაღება და მომსახურება აღნიშნული წვრთნისა და დახმარების შესაბამისად.

ამასთან, ინფორმაციის მიხედვით, აღნიშნული ჯგუფის სამუშაო შეხვედრაზე აშშ-მ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი უწყვეტი მხარდაჭერაც დააფიქსირა.

"ინტერპრესნიუსი"

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე